Advertisement

Close [X]

 
1143
გიორგი ანწუხელიძე: სიმბოლო გაუტეხავი საქართველოსი - ვიდეო პრეზიდენტის

გიორგი ანწუხელიძე: სიმბოლო გაუტეხავი საქართველოსი - ვიდეო პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდიდან +ვ


პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდზე აგვისტოს ომის გმირის გიორგი ანწუხელიძის წამების კადრები ვრცელდება. ვიდეოს თან ახლავს ტექსტიც: "გიორგი ანწუხელიძე რუსებმა ტყვედ ცხინვალში აიყვანეს და დაქირავებულ ოსებთან ერთად წამებით მოკლეს. წამების დროს მას აიძულებდნენ მოეყოლა ნაწილების განლაგება, ტელეკამერის წინ შეურაცხყოფა მიეყენებინა საქართველოს პრეზიდენტისთვის, ეკოცნა მიწისთვის.

გიორგიმ ამ ყველაფერზე უარი თქვა. ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც მან გასცა საკუთარი სახელი იყო. მას სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა" - ვკითხულობთ პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდზე.

მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალი ანწუხელიძე ეროვნული გმირის ორდენით 2013 წლის აპრილში დააჯილდოვა. ჯილდო მან გიორგი ანწუხელიძის მეუღლეს, მაკა ჩიკვილაძეს გადასცა.
წყარო