ევროკავშირის მისია ზარდიაანთკარში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრც

ევროკავშირის მისია ზარდიაანთკარში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრც


საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 14 ივლისს, ზარდიაანთაკარში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული საგანგებო შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

სადამკვირვებლო მისიის ცნობით, მონაწილეებმა იმსჯელეს უსაფრთხოების მდგომარეობისა და მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობაზე. შეხვედრაზე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ შეშფოთება გამოთქვა ბოლო პერიოდში სოფელ ზანდიაანთკარში განვითარებული მოვლენების გამო.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით კი, ზარდიაანთაკარში გახსნილი ქართული საგუშაგო ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტია.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთო-მ სურვილი გამოთქვეს, რომ სურთ, უზრუნველყოფილი იყოს სოფელში უსაფრთხოება და რომ მოსახლეობამ თავისუფლად გადაადგილება შეძლოს.

საქართველოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს მისცეს გარკვეული გარანტიები ამ საკითხებზე და განმარტეს, რომ საჭიროა მოეწყოს საზოგადოების ღია შეხვედრა, რათა დაარწმუნოს ადგილობრივი მოსახლეობა საგუშაგოს საჭიროების შესახებ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა 26 ივლისს გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"